27 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
ტრამპი თურქეთს საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი ჩანაწერის გადაცემას სთხოვს

დონალდ ტრამპი თურქეთს მოუწოდებს, ჩანაწერები გადასცეს, რომელიც, სავარაუდოდ, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებს.

თურქული მედია კი წერს, რომ ამ ჩანაწერებში კონსულის საუბარი ისმის. ის ოთახში მყოფ პირებს სთხოვს, ჟურნალისტს დიპმისიის შენობის გარეთ გაუსწორდნენ.

თურქეთის პროკურატურამ საკონსულოს შემდეგ კონსულის რეზიდენციაც გაჩხრიკა. სპეციალისტები შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

პარალელურად ”ვაშინგტონ პოტმა,” სადაც ჯამალ ხაშოგი ბოლოს მუშაობდა, მისი უკანასკნელი სტატია დაბეჭდა. არაბი მიმომხილველი გაუჩინარებამდე დაწერილ სტატიაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მედიის თავისუფლების თემაზე მსჯელობს.

დღის ამბები