06 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცება - დაკავებულ 10 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ 

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. შემდგომი პროცედურა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება იქნება.

მანამდე კი გვიან ღამემდე გაგრძელდა ბიზნესმენის შვილის გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში.

დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაზარალებული მედიასთან არ გამოჩენილა.

გიორგი დეკანოიძე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თბილისიდან გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ერთი ქალია.  

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეთა აყვანის სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები