27 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება - პროფკავშირებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებმა სასამართლოში 22 გათავისუფლებული თანამშრომლის სახელით სარჩელი შეიტანეს. მათი თქმით, არხის თანამშრომლები უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს.  

ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელში მოსალოდნელ მასშტაბურ შემცირებებზე საუბრობენ.

„ისევ და ისევ დგას დღის წესრიგში, თუ რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, არგუმენტები, რა მიზეზებით მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ვერანაირად ვერ მედიატორის ჩართულობის შედეგად ვერ მოხდა შეჯერება იმაზე, რომ ახსნილიყო ზუსტად არგუმენტი ამ ადამიანის გათავისუფლების. გვაქვს ინფორმაცია, რომ სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება და გაგრძელდება, დაახლოებით, ამ წუთას დასაქმებულ თანამშრომელთა ნახევარზე მეტს შეეხება გათავისუფლება. ეს, დაახლოებით, 600 კაცს ნიშნავს,“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა.

დღის ამბები