27 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ოფიციალურ ერ-რიადში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას “საშინელი შეცდომას“ უწოდებენ

ოფიციალურ ერ-რიადში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას “საშინელი შეცდომას“ უწოდებენ. ტელეკომპანია "Fox News"-თან ინტერვიუში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დრომდე არ იციან სად არის ჟურნალისტის ცხედარი. ერ-რიადისგან სარწმუნო ფაქტებით გამყარებულ განმარტებებს ითხოვს დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტები მიმართ განხორციელებული მუქარა, მათზე თავდასხმა და მკვლელობა, ყოვლად მიუღებელია

პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სტამბოლში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებს ხვალ გაასაჯაროებს. ჯამალ ხაშოგი , საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.

დღის ამბები