27 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები - ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებს 

პარლამენტში დღეს ბიუროს ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი. ოპოზიცია ბოლო დღეებში გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

„ევროპული საქართველო“ ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას ძალოვანი მინისტრებისგან ელოდება და პარლამენტში მათ მისვლას ითხოვს.

„ჩანაწერებით დასტურდება, ის რთული და მძიმე მდგომარეობა, რომელიც სახელისუფლებო წრეებში არის. განსაკუთრებით გარკვეულ უწყებებში. შესაბამისად ალბათ ბიუროს სხდომაზე დაისმება საკითხი, რომ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები მოვიდნენ პარლამენტში,“-ამბობს გიგი წერეთელი.

საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა.

„პარლამენტი უნდა შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და ამ ყველაფერზე იმსჯელოს თუ ამ ქვეყანას ელემენტარულად, ფორმალურად მაინც პარლამენტი ჰყავს, თუმცა ცხადია ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი დამონებულია ივანიშვილთან, მაგრამ ეს მაინც რომ მოხდეს რომ პარლამენტი შეიკრიბოს და ამ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია ვიმსჯელოთ ეს იქნებოდა სწორი,“-აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ოპოზიციის ინიციატივას სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ჯერ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას ელოდებიან.

„ოპოზიციის მიზანი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ურთულესი ბრძოლა მიმდინარეობს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, არის, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი და მთავარი აქცენტები იყოს გადატანილი ფარულ ჩანაწერებზე. მე ვფიქრობ, რომ ავთენტურობის დადასტურება ბუნებრივია არის უმთავრესი ნებისმიერ ჩანაწერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მთავარ საზრუნავად ნამდვილად ვერ დავტოვებთ ფარულ ჩანაწერებს,“-აცხადებს მარიამ ჯაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები