26 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი სოფელი ჯუმათი - ენმ მილიონი ლარის გაფლანგვა-მითვისებაში ადანაშაულებს 

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ჯუმათში წყალგაყვანილობის პროექტი მთავრობამ ჩააგდო და პროექტისთვის გამოყოფილი მილიონზე მეტი ლარი მაღალჩინოსნებმა მიითვისეს. შედეგად კი სოფელი უწყლოდ დარჩა.

ოპოზიციის წევრი პროკურატურისგან საკითხით დაინტერესებას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მილიონობით ლარი არის წყალში გადაყრილი და დღეს წყალი არ მიეწოდებათ ამ სოფლის მაცხოვრებლებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა მოხმარებული ჯუმათელების კეთილდღეობას, ამ თანხამ პირდაპირ გადაინაცვლა კონკრეტული ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეებში,“-განაცხადა მჟავანაძემ.

დღის ამბები