15 ნოემბერი 2018,   21:51
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"თავად არღვევენ  კანონს," - ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის ნება არ მისცეს 

პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმკოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

„პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. ვაფშე აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენთვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

დღის ამბები