27 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
თბილისში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები იმყოფებიან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. ორ დღიან სემინარს რეგისტრატორ პიტერ ლუისთან ერთად, სასამართლოს სხვა წევრები გამართავენ.

ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებას გაუზიარებენ.

სემინარი აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა ისახავს მიზნად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა რეგიონული სემინარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამართეს.


დღის ამბები