27 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ენერგეტიკის შესახებ ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს

ენერგეტიკის შესახებ ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე. შესაძლებლობები და გამოწვევები, დარგის სპეციალისტებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს, ეკონომიკის სამინისტროსა და სემეკის წევრებმა განიხილეს.

ინიციატივა გულისხმობს ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის მართვის, რეგულირებისა და მონიტორინგის რეფორმას, რაც საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა.

გასამიჯნია ერთმანეთისაგან წარმოება, მიწოდება, ასევ ბუნებრივი მონოპოლიების მდგომარეობა, რომლებიც განაწილებაში არიან ჩართულები, ასევე საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოხმარებისა და მიწოდების ყველა დონეზე ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი კონკურენცია, გვქონდეს ასევე აბსოლუტურად შესაბამისობა საბაზრო პირობებთან და ასევე ძალიან უსაფრთხო იყოს მიწოდება საბოლოო მომხმარებლებისადმი. ეს ყველაფერი არის საკითხები, რომლებიც გამოწვევად დგას და ამ კანონმა ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები