13 ნოემბერი 2018,   09:46
ვრცლად
"გაზის ფასი მოიმატებს" - რომან გოცირიძე

"არსებობს ალბათობა იმის, რომ სამომავლოდ, სამწუხაროდ, გაზის ფასი მოიმატებს," - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის წევრმა, რომან გოცირიძემ, გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდას ორი ფაქტორი განაპირობებს - ეს არის ლარის გაუფასურება და გაზის სექტორში არსებული ნეგატიური პროცესები.

„ესენია გაფლანგვები, დანაკარგები, კორუფცია. მარტო გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით ჩვენ წელიწადში მარტო 65 მილიონის ღირებულების გაზი დავკარგეთ და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმ სურათს, რომელიც დღეს სახეზეა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სემეკ-ის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ბუნებრივ აირზე და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები