06 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
"დღეს რომ გამორთო "რუსთავი 2," ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ" - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2-ზე" ახალი თავდასხმა დააანონსა. 2 საათნახევრიანი ტელეინტერვიუს დროს სამაუწყებლო კომპანია "ქართული ოცნების" ლიდერის მხრიდან თავდასხმის ობიექტი 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ ახსენა, რომ "რუსთავი 2-ის" გამორთვის შემთხვევაში "ქვეყანაში მეტი აღმშენებლობა მოხდება". 

ბიძინა ივანიშვილი: "დღეს რომ გამორთო "რუსთავი 2", ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ. ის, რაც გადმოდის „რუსთავი 2-დან“ 99% არის სიცრუე. განსხვავებული აზრი არ არის ტელევიზიაში, დახურული აქვთ განსხვავებული აზრი. ამდენი სახლები გამოიტანეს, ამდენ ჩანაწერებს აკეთებენ, მაგრამ განსხვავებული აზრის საშუალება ამ ტელევიზიაში არ იქმნება და არ ითქმევა. რა უნდა გავაკეთოთ, ამას ცალკე გეტყვით. მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ, და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო. პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ და ამას არ დასჭირდება ბევრი დრო, ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. მე ადრე მქონდა მხოლოდ ხმის ამოღების უფლება, დღეს უკვე პარტიის თავმჯდომარე ვარ და უფრო მეტი უფლებები გამაჩნია. ყველაფერს მიეცემა თავისი სახელი. ამ ქალბატონსაც ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში, არ იფიქროს არავინ, რომ ვემუქრები, მაგრამ ექნება ისეთი ადგილი, ისეთი როლი, მას აღარ ექნება საშუალება, რომ „რუსთავი 2-ს“ არ ექნება საშუალება, ამას გპირდებით, რომ მოახერხოს, განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში. არავის არ ჰქონდეს იმის განცდა, ვერ ვასრულებ, რომ „რუსთავი 2-ს“ რამეში ვემუქრებოდე, ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა დამიფაროს.

ეკა კვესიტაძე: უკვე დაგვემუქრეთ, დაგვხურეთ კიდევაც,

ბიძინა ივანიშვილი: ხომ ხედავთ, როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს.

ეკა კვესიტაძე: მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ გადაგვარჩინა, დღეს რომ ვარსებობთ, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი მხოლოდ

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვაქვს პიარჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ, მთელი პროგრამა, რომ მაქსიმალურად მოვახერხებთ თუ თვითონაც გამოგვყვებიან, თუმცა დიდი ილუზია ამის არ გაგვაჩნია, არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ეს ანდაზა მახსენდება, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2-ში“ განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე, რაც მესმის. მაგრამ თუ ამაზეც არ წამოვლე,...

ეკა კვესიტაძე: ბატონო ბიძინა, გვემუქრებით?

ბიძინა ივანიშვილი: არა, არა მოისმინეთ, მოისმინეთ

ეკა კვესიტაძე: თუ შეიძლება, გაგვიმეორეთ კიდევ ერთხელ, ანუ თქვენ შემოიყვანთ განსხვავებულ აზრს „რუსთავი 2-ში“?

ბიძინა ივანიშვილი: მე შევეცდები, დაგეხმაროთ.

ეკა კვესიტაძე: როგორ უნდა დაგვეხმაროთ?

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ თუ ამას ვერ მიიღებთ, თქვენ თქვენს სახელს დაგარქმევთ

ეკა კვესიტაძე: ეს არის მუქარა? ეს არის რაღაც ახალის მზადება, რასაც მე აქ ვხედავ,

ბიძინა ივანიშვილი: აქვე ვზივარ და რას ლაპარაკობს

ეკა კვესიტაძე: თქვენ ერთხელ გქონდათ მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ დაგეხურათ, თქვენ ეს ვერ მოახერხეთ, სტრასბურგის სასამართლომ გადაგვარჩინა,

ბიძინა ივანიშვილი: კარგი, უკვე მაწყობს თქვენი კითხვა ამასთან დაკავშირებით

ეკა კვესიტაძე: დღეს ჩვენ ვისმენთ ისევ მუქარას, რომ თქვენ შემოხვალთ და გვასწავლით, როგორ უნდა გავაშუქოთ განსხვავებული აზრი.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მოვახერხებთ ისეთი მონიტორინგის, რაც უცხო არ არის, ჩვენს საზოგადოებას ავუხსნით, გავაცნობთ და გამოვიყენებთ, რომ განსხვავებული აზრი რამდენად შედის ტელევიზიაში და რამდენ სიცრუეს აჟიტირებს, ამის რეიტინგებს გავაკეთებთ და ეს იქნება მხოლოდ ის, რასაც ქალბატონი ეკა მუქარას ეძახის, თუმცა მათთვის ეს შეიძლება მუქარა იყოს, კი თქვენთვის ეს მუქარაა, იმიტომ, რომ სიცრუის მეტს არაფერს არ აკეთებთ და ჩვენ ამას გამოვამჟღავნებთ, ჩვენ ამას ვაჩვენებთ,

ეკა კვესიტაძე: თქვენ ვერ შეძლებთ „რუსთავი 2-ში“ შემოსვლას,

ბიძინა ივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს, „რუსთავი 2-ში“ შემოსვლისგან, ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს, ნუ ამახინჯებთ აქვე,

ეკა კვესიტაძე: ეს გვითხარით დღეს, საინტერესოა, რა გეგმა გაქვთ

ბიძინა ივანიშვილი: დიანა, ჩვენ ჩავატარებთ რეიტინგებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ „რუსთავი 2-ში“ განსხვავებული აზრი არ შედის, თუ ამას ისინი არ გაითვალისწინებენ, ელემენტარულად საზოგადოება გაიგებს, რომ ეს არის სიცრუის ტელევიზია, ემსახურება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს

დიანა ტრაპაიძე: თქვენი აზრით, რეალობაშია პრობლემა თუ „რუსთავი 2-ში“ თუ საზოგადოება გგონიათ ისეთი, რომ „რუსთავი 2-ის“ მოწოდებულ სიცრუეს, როგორც თქვენ ამბობთ, იღებს, როგორც სიმართლეს?

ბიძინა ივანიშვილი: კარგი კითხვაა, კითხვა დასვით და თუ მაპასუხებინეთ, კარგი იქნება

ეკა კვესიტაძე: ბატონო ბიძინა, ერთადერთი იმედი მაქვს, რასაც ხალხს დაპირდით აქამდე, ვერაფერი ვერ შეასრულეთ, „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებითაც ვერ შეასრულებთ.

ბიძინა ივანიშვილი: შეგიძლიათ, თქვენს კოლეგას სთხოვოთ, რომ გაჩერდეს? 

დიანა ტრაპაიძე: ეკა, უკაცრავად, გექნებათ საშუალება.

ეკა კვესიტაძე: ეს იყო მუქარა, ძალიან დიდი ბოდიში, დიანა, დიანა, ჩვენ მოვისმინეთ მუქარა, რომელზეც მემგონი, თქვენც უნდა გქონდეთ რეაქცია.

 

დღის ამბები