27 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
მარნეულის სამი საარჩევნო უბნის მონაცემები ცნობილია - ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო. სამი საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია.

67-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 287 ამომრჩეველი გამოცხადდა, 175 ხმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 63 - სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

86-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 136 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, უმრავლესობამ - 75-მა ადამიანმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა ხმა, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა - 40 ხმა მიიღო.

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, 316-მა ადამიანმა მისცა ხმა. მათგან 89 მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 57 ხმა მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები