26 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს - კომისიის თავმჯდომარეები შედეგებს ასაჯაროებენ

საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნების მონაცემების შესვლა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, თითქმის ყველა უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

„კურიერი“ კომისიის რამდენიმე თავმჯდომარეს ესაუბრა. მათი განცხადებით, რამდენიმე უბანზე ხმები უკვე დათვლილია და საბოლოო მონაცემებიც ცნობილია.

„46- ე უბნის მონაცემებია. შედეგები - ვაშაძე 223 ხმით, 48 ნომერი (ზურაბიშვილი)-119 და ბაქრაძე 19“-ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

შედეგები უკვე ცნობილია მე-5 უბანზე, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქ - 200 ხმა გრიგოლ ვაშაძემ, 100 ხმა კი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

ვაშაძე - 171, 51 - სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 106-ე უბნის მონაცემები.

ყველა ციფრი უკვე დადასტურებული მონაცემებია, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ საარჩევნო შტაბებში. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ინფორმაციას, ოქმების შედგენის პროცესში საარჩევნო უბნებიდან იღებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა, რომელიც ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ვაშაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„მოდის კონკრეტული დამოწმებული ოქმები, რომლის მანიპულირებაც არის შეუძლებელი. ამ დროისთვის მიღებულია 7-8 ოქმი, ყველა მათგანში გრიგოლ ვაშაძე უგებს სალომე ზურაბიშვილს“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები