27 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 5,6%-ით გაიზარდა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიური ზრდის შესახებ უახლოესი მონაცემები წარმოადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 5,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, რეალური ზრდა 4 %-ია.

„ძირითადი ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში, ასევე საფინანსო საქმიანობის სექტორში, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროების და რესტორნების დარგებში. რაც შეეხება კლებას, ფიქსირდება მშენებლობის დარგში, რაც უკავშირდება სამშენებლო პროექტების მოცულობის შემცირებას, ასევე მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობის შემცირებას.“ - განაცხადა გიორგი თოდრაძემ.

დღის ამბები