27 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
უმრავლესობას არ აქვს სურვილი გაემიჯნოს განცხადებებს სამოქალაქო ომისა და სხვა აპოკალიპტური სცენარების შესახებ - სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკუთარი თანაგუნდელების უპასუხისმგებლო განცხადებებს არ ემიჯნებიან - ამის შესახებ განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატები ცდილობენ, გაამართლონ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება.

„აგრესიულობა გაიზარდა კანდიდატის მიმართ და ვხედავთ, ძალიან უპასუხისმგებლო და ძალიან საშიში განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ უმრავლესობის დეპუტატები.

ჩვენ ვნახეთ, რომ არანირი სურვილი არ აქვს უმრავლესობას გაემიჯნოს იმ განცხადებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო ომის და მსგავსი აპოკალიპტური სცენარების დაპირების თაობაზე და ეს არის ძალიან სახიფათო სახელმწიფოსთვის“- აცხადებს სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მისი კოლეგის განცხადება ინტერპრეტირებულია და მას არსად უთქვამს, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები