27 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
საქართველოს ეწვია აშშ-ს კობრა ასეული პოლონეთიდან, რათა ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა გამოიყენოს ტრენინგისთვის"-ლევან იზორია

საქართველოში სამხედრო წვრთნებს აშშ-ს კობრა ასეული გაივლის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურას გამოიყენებს აშშ-ს კობრა ასეული პოლონეთიდან, რომელიც ემსახურება პრინციპს - "მეტი ნატო საქართველოში."

„ამ გზაზე ჩვენს ყოველდღიურ მზადყოფნას, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ საერთო გამოწვევები. პირველად საქართველოს ისტორიაში იმ მზარდი დინამიკის ფონზე რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პირველად ეწვია აშშ-ს კობრა ასეული პოლონეთიდან საქართველოს, რათა ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა გამოიყენოს ტრენინგისთვის და ეს არის სწორედ როტაციის პრინციპის საფუძველზე მეტი ნატო საქართველოში,“-განაცხადა ლევან იზორიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები