27 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
ყველაზე რეიტინგული შოუ ქართულ ტელესივრცეს უბრუნდება - დღეს „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონი იწყება

„რუსთავი2“-ის ეთერში ყველაზე რეიტინგული შოუ ქართულ ტელესივრცეს უბრუნდება - დღეს „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონი იწყება.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, დღეს მაყურებელი ნახავს შოუს მონაწილეთა შერჩევის ეპიზოდს აჭარის და გურიის მუნიციპალიტეტიდან.

პროექტის ორგანიზატორები აანონსებენ, რომ საკმაოდ ორიგინალური, სახალისო ტური იქნება.

„მხოლოდ ქართული გასცდა ხმელეთს, შევიჭერით პირდაპირ ზღვაში და ჩვენს კონკურსანტებთან ერთად გემით მივადექით ჟიურის. ყველაზე განსხვავებული, ყველაზე სახალისო ტური იქნება, ჩემი აზრით, და კონკურსანტები იყვნენ ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან,“ - ამბობს „მხოლოდ ქართულის“ წამყვანი, ნიკა გრიგოლია.

21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე მაყურებელს ყველაზე ეროვნული მეგა შოუს პირველი ეპიზოდი ელოდება.

დღის ამბები