27 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება დონალდ ტრამპსა და მედიას შორის-აშშ-ს პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტებს საშინელი ადამიანები და ხალხის მტრები უწოდა

მორიგი დაპირისპირება დონალდ ტრამპსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა. თეთრ სახლში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, მან CNN-ს ჟურნალისტს საშინელი ადამიანი, ხოლო ზოგადად კომპანიის ჟურნალისტებს “ხალხის მტრები” უწოდა. მის კრიტიკას არც NBC-ს ჟურნალისტი გადაურჩა, რომელმაც კოლეგის დაცვა სცადა. ინციდენტის შემდეგ, ტელეკომპანია CNN-ის  წარმომადგენელს თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუწყვიტეს. 

დღის ამბები