08 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
ახლა უნდა ვიმარჩიელოთ, გედი ფოფხაძე უფრო მაგარია, ასე ვთქვათ, ლართან მიმართებაში, თუ გრიგოლ ვაშაძეს ენდობა ლარი - რომან გოცირიძე

„ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი წყარო არის ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკა, რომელსაც ეწევა ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებმა გამოიწვია.

„დღეს ბატონმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურების მიზეზი ყოფილა გრიგოლ ვაშაძის განცხადება. მეორე ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ ლარი გააუფასურა გედი ფოფხაძის განცხადებებმა და ახლა უნდა ვიმარჩიელოთ, გედი უფრო მაგარია, ასე ვთქვათ, ლართან მიმართებაში თუ გრიგოლ ვაშაძეს ენდობა ლარი. თუმცა, თუ ვიღაცას შეუძლია ლარის გაუფასურება, ასევე შეუძლია ლარის გამყარება და ეტყობა ენით დაკოდილი ენითვე მორჩეს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 77 თეთრია.

დღის ამბები