26 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
მუშები თურქული კომპანიის წინააღმდეგ - დასაქმებულები კომპანიას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

თურქულ კომპანია " ფოლადიოლს", რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობითაა დაკავებული, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დაცვის 20 თანამშრომელი აცხადებს, რომ 5 თვეა მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან 9 საათის ნაცვლად მუშაობა 14 საათი უწევთ, შესაბამისს ანაზღაურებას კი არ იღებენ. თანამშრომლები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

კომპანიის ხელმძღვანელები კი კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები