27 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე - მოკლულის მამა ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხმაურით დაიწყო.

პროცესზე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა არ შეესაბამება იმ დანით მიყენებულ ჭრილობას, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებად არის წარმოდგენილი.

ექსპერტმა ასევე თქვა, რომ ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანებას ლადო გრიგალაშვილი ვერ მიაყენებდა.

გარდაცვლილი გოგონას მამა ვარაუდობს, რომ ექსპერტის პოზიციით დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

„რა თქმა უნდა არ არის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. ეს ყველაფერი მიდის იქამდე ,რომ საქმე გადააკვალიფიცირონ 109 მუხლიდან ჩამოიყვანონ 108 მუხლზე,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილის მამა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. საქმეზე დაკავებული, ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები