05 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს მოძრაობა აკრძალულია

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დღეს რაგბში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციასთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება რაგბში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები