03 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტზე რჩება

იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტზე რჩება.

პეტრო პოროშენკომ გადადგომის შესახებ ლუცენკოს განცხადება არ დააკმაყოფილა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გენერალურ პროკურორს რადას წევრებმა ნდობა გამოუცხადეს. ლუცეკოს გადადგომას მხოლოდ 38 დეპუტატი მიემხრო.

თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება უკვე დაადასტურა თავად გენერალურმა პროკურორმაც.

იური ლუცენკო გადადგომას კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის, კატერინა განძიუკის, მკვლელობის გამოძიების საქმის გამო გეგმავდა.

განძიუკი, რომელსაც ივლისში სახეში მჟავა შეასხეს, ხერსონის საავადმყოფოში ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

დღის ამბები