27 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
"ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება" - დავით ბაქრაძე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე  თერჯოლაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, პარტიას ამ რეგიონში გამორჩეულად ძლიერი და აქტიური გუნდი ჰყავს და მეორე ტურშიც ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალი იქნება.

 "ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. უარი ვუთხრათ ივანიშვილის ხელისუფლებას და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიოთ იმ ცვლილებებს, რომელიც სჭირდება თერჯოლასაც, იმერეთსაც და მთელს საქართველოს," -განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები