27 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
„ოფისში დასვეს მკვლელი გოგაშვილი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, ჩვენ არ გავჩერდებით" - თემირლან მაჩალიკაშვილის და

„ამათ მოიყვანეს და პირდაპირ ოფისში დასვეს მკვლელი გოგაშვილი, რომელიც დანაშაულს არ აღაირებს. ჩვენ არ გავჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ,“- ეს განცხადება, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნატა მაჩალიკაშვილი შვილმოკლულ ოჯახებთან ერთად „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

„პანკისის ხეობის მკვიდრები აღშფოთებულები არიან, რომ საერთოდ წყნარად არის ეს ხელისუფლება, არ გვაქცევს ყურადღებას, ბოლოს ყველას ამოეწურება მოთმინების უნარი და არც მინდა ვთქვა, რა შეიძლება მოხდეს,“- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები