27 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
"საერთო ევროპული არმია დაანახებს მსოფლიოს, რომ აღარასოდეს იქნება ახალი ომი ევროპულ ქვეყნებს შორის" - მერკელი ევროპული არმიის შექმნაზე საუბრობს

ევროპელი ლიდერების იდეას ერთიანი ევროპული არმიის შესახებ, შეერთებულ შტატებში ეხმაურებიან. დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის განცხადებას “ევროპის არმიის” ჩამოყალიბების ინიციატივაზე "ტვიტერის" ქსელში ირონიულად უპასუხა.

ანგელა მერკელმა კი საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებას მხარი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაუჭირა. ნატო-ს ახალი წევრები მიიჩნევენ, რომ ერთიანი ევროპული არმიის შექმნა შორეული პერსპექტივაა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროპული არმია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ ეწინააღმდეგებება.

“ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხედვაზე, რომ ერთ დღეს შევქმნათ რეალური ევროპული არმია. როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა 4 წლის წინ, საერთო ევროპული არმია დაანახებს მსოფლიოს, რომ აღარასოდეს იქნება ახალი ომი ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს არმია არ ეწინააღმდეგება ნატო-ს. ეს იქნება ნატო-სთვის კარგი დამატება. არავის სურს კლასიკური კავშირების ეჭვქვეშ დაყენება,”-აცხადებს მერკელი.

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების ინიციატივას დღეს ვაშინგტონში გამოეხმაურა ნატო-ს წევრი ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური. გენერალი მიიჩნევს, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.

დღის ამბები