03 მაისი 2024,   10:58
ვრცლად
ოპოზიცია არჩევნების შუა კვირაში დანიშვნას აპროტესტებს - ცესკო გადაწყვეტილებას ერთ საათში გამოაცხადებს

დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა არჩევნები 28 ნოემბერს, შუა კვირაში, ოთხშაბათს.

მეორე ტურში კანონი სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარებას არ კრძალავს, ასე რომ არ არის გამორიცხული კენჭისყრის დღედ სწორედ 28 ნოემბერი გამოცხადდეს, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს პრობლემებს შეუქმნის.

„ეს თარიღი ქვეყნის შიგნით იქნება უქმე დღე, თუ ეს დაემთხვევა სამუშაო დღეს.  ეს იქნება ცესკოს კომპეტენცია,“-ამბობს ეკა ბესელია.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა მიზანმიმართულად ხდება, რადგან სამუშაო დღეს ხალხი ვერ შეძლებს რაიონებში ჩასვლას, უცხოეთში მცხოვრებლები კი სამუშაოს საათების გაცდენას. თუმცა „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დამარცხებისგან ვერ იხსნის.

„ეს ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებას“ და ცესკო ერთობლივად არიან ჩართული საარჩევნო პროცესებში.

მაშინ, როდესაც ხარ ავტორი განცხადებების საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეუძლებელია ასეთი ხრიკებით მიიღო უპირატესობა,“-ამბობს ირაკლი აბესაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, ქვეყნის ხელისუფლებისთვის სამარცხვინო იქნება.

"40% არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილას, ამიტომ ეს არის უზარმაზარი ადამიანთა რაოდენობა, რომლის ტოტალურ მობილიზებას აპირებენ, იმისათვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს არჩევნებში მათი მონაწილეობა და ბუნებრივია რომ ამის მექანიზმი არის დაშინება და მოსყიდვა,"-ამბობს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები