27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ოლიგარქიული სისტემა თავის როლს ასრულებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა - ანა გომესი

ოლიგარქიული სისტემა თავის როლს ასრულებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხს შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა - ეს განცხადება, ევროპარლამენტის დეპუტატმა პორტუგალიიდან, ანა გომესმა საქართველოს შესახებ საუბრისას გააკეთა.

დეპუტატი საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე დამკვირვებლის სტატუსით უკვე იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ის მეორე ტურსაც დაესწრება.

ანა გომესის თქმით, ქართველ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე.  

„საქართველო სწორ გზაზეა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დემოკრატიული თვალსაზრისითაც. ეს აჩვენა არჩევნების პირველმა ტურმა. მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც და გაუმჯობესებულია ატმოსფეროც და ხმის მიცემისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებიც. ოლიგარქიული სისტემა თავის როლს ასრულებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხს შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა. ეს ვნახეთ პირველ ტურში და ძალიან ცუდი იქნება თუ ეს ატმოსფერო გაფუჭდება მეორე ტურის კამპანიის დროს. არ მგონია ეს საქართველოსთვის კარგი იყოს. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოკრატიულ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული სისტემის ბუნება. ქართველი ხალხის გზავნილიც სწორედ ეს იყო. მათ მნიშვნელოვნად რომ არ მიაჩნდეთ, საარჩევნო უბნებზე არ მივიდოდნენ. ასე რომ ელექტორატმა იცის რა უნდა და მას უნდა მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება. ახლად არჩეული პრეზიდენტის როლი მთავრობასთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის,“ - განაცხადა  ევროპარლამენტის დეპუტატმა, პორტუგალიიდან, ანა გომესმა.

დღის ამბები