27 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
აფეთქება ფონიჭალაში - მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ქალის მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით ჩვილია. 

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე , ერთ-ერთ ბინაში აფეთქება დილით მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

დღის ამბები