11 დეკემბერი 2018,   23:17
ვრცლად
„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები - შემზარავი მასალა სახლიდან, სადაც აფეთქებამ ახალგაზრდა ქალის და ჩვილის სიცოცხლე შეიწირა

„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები - შემზარავი მასალა სახლიდან, სადაც აფეთქებამ ახალგაზრდა ქალისა და ჩვილის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე სართულზე ნანგრევები მესამე სართულზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსის 2 სართულის ჩამოშლილი რკინა-ბეტონის მძიმე კონსტრუქციები, მეორე სართულზე ჩაიყარა, სადაც დედა-შვილს ეძინა.

სრულად არის ჩამოშლილი მეოთხე და მესამე სართული ჭერი, რომელიც მეორე სართულზეა ჩასული.

ამ დროისთვის ტრაგედიის ადგილზე მაშველები გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ იმისთვის, რომ ნგრევა და კიდევ ერთი ტრაგედია თავიდან აიცილონ.

პირველადი ინფორმაციით, მესამე სართულზე მომხდარი აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ბუნებრივი აირის დაგროვება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სააბაზანო ოთახში მოხდა, სადაც წყლის გამათბობელი იყო დაზიანებული.

მესამე სართულზე მომხდარი აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდნენ დედა, მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებმაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად 2 დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაზიანდა კორპუსში არსებული ბინები და ასევე, მანქანები.

დღის ამბები