27 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
საბანკო შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადავადდა - პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ

საბანკო შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადავადდა - 15 ნოემბრის ნაცვლად სესხებზე ხელმისაწვდომობა უკვე პირველი იანვრიდან შეიზღუდება.

ბრალდებას, რომ მეორე ტურამდე ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის გაღიზიანებას აარიდა თავი და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ეროვნული ბანკი არ პასუხობს.

დადგენილების საბოლოო ვერსიაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შედარებით მეტია.

მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3 ათასი ლარია, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,350 ლარს, 5-წლიანი სესხის შემთხვევაში კი 1,650 ლარს.

იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ კოეფიციენტების გაზრდა კარგია, თუმცა შეზღუდვების შემოღება შეამცირებს მსესხებლების რაოდენობას და სესხის მოცულობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს.

ცენტრალურ ბანკს პოლიტიკოსები პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობის გაღიზიანება მეორე ტურის წინ სწორედ ქართულ ოცნებას დააზარალებს.

ეროვნულ ბანკთან შეკითხვები არ აქვს მმართველ გუნდს. გვენეტაძის უწყების არგუმენტები უმრავლესობისთვის მისაღებია.

შეზღუდვა მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებათ. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაციებით პრობლემური სესხების რაოდენობა შემცირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები