27 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
საარჩევნო ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე - "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ დაადუმა და შემდეგ გააქრო 

"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ჯერ დაადუმა და შემდეგ გააქრო. მმართველი პარტიის კანდიდატი იმდენად არაპოპულარული აღმოჩნდა, რომ ოცნებამ საქმეში მთავარი ძალა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ჩართო. დღეს დილიდან ზურაბიშვილის ბილბორდებზე თავად კანდიდატის ნაცვლად "ქართული ოცნების" ლიდერები გამოჩნდა. 

გარე რეკლამების კომპანიის თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებს მთელი ღამის განმავლობაში ცვლიდნენ. რატომ ჩამოხსნეს მისი სარეკლამო ბილბორდები სალომე ზურაბიშვილი „კურიერის“ ამ კითხვას გაექცა. 

„კურიერის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებიდან არ ჩამოხსნა. პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც არჩევის შემთხვევაში ქვეყნის მთავარსარდალი უნდა გახდეს, პარტიამ მედიასთან კონტაქტი აუკრძალა. ზურაბიშვილს მხოლოდ წინასწარ დაანონსებულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილი ტექსტის წაკითხვის უფლება დაუტოვეს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სარეკლამო ბილბორდებზე ზურაბიშვილის ივანიშვილით ჩანაცვლება მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.

სალომე ზურაბიშვილი გააქრეს „ქართული ოცნების“ ახალი სარეკლამო კლიპიდანაც. ვიდეოში კანდიდატის ნაცვლად სხვები საუბრობენ. ოპოზიციას აქვს კითხვა, როგორ უნდა აირჩიოს ხალხმა კანდიდატი, რომელსაც პარტიამ ლაპარაკის უფლება ჩამოართვა და რომელსაც პარტია მალავს.

სარეკლამო ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილი ფოტოების ჩამოხსნა საზოგადოება ხუმრობის ხასიათზე დააყენა. დილიდან ეს თემა გრაფიკული დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა.

დღის ამბები