27 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
„ ეს არის ჩვენი იდეა, მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“ - ვაშაძე კალაძეს პასუხობს 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ, ჭარბვალიანობის აღმოფხვრის გეგმის პრეზენტაციას ეხმაურება. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი  ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ბანკების შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა მათ ეკუთვნით და  „ქართულ ოცნება“ მათ ცრუ ბრალდებას უყენებს.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა იდეა მათ მოჰპარა. ამის დასტურად ვაშაძეს სამი დღის წინ განხილული 2019 წლის ბიუჯეტი მოჰყავს, სადაც ჭარბვალიანობის დასაძლევად დაგეგმილი პროგრამა გაწერილი არ ყოფილა.

„ ეს არის ჩვენი იდეა.  მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“?- ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ რომ ყველაფერზე თანახმა არიან,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის გეგმა არ გულისხმობს შავ სიაში მყოფი პირისთვის ვალების სრულად ჩამოწერას. მისი თქმით, საუბარია დავალიანების მქონე პირის შავი სიიდან ამოღებაზე და ვალების გადახდასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაზე, რაშიც სახელმწიფო ვალდებულებით შევა.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც გვაქვს გათვალისწინებული ეს არის პროცენტების შემდგომი კლება და ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული,რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი“-ამბობს გიორგი ვაშაძე “კვირის აქცენტებში“ საუბრისას.

ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს. 

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავ სიაში ამ დრომდე ბევრი მოქალაქეა და ცვლილებები, რომელიც მთავრობამ უნდა განახორციელოს ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ განვითარებაზე.

პრეზენტაცია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გუშინ დაანონსა. განცხადების გაკეთება კახი კალაძეს მას შემდეგ მოუწია, რაც ხელისუფლებას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს კონკრეტული წინადადებები გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა წარუდგინა.

კახი კალაძემ გაერთიანებული ოპოზიცია პანიკასა და ინიციატივის დასწრების მცდელობაში დაადანაშაულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები