26 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
"კერძო პირების ინიციატივა, რომელიც ასევე შეთანხმდა ჩვენთან" - მდინარაძე აგრესიული შინაარსის ბანერებზე

აგრესიული შინაარსის ბანერების წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაადასტურა. 

მდინარაძის თქმით, ბანერები  წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას", კერძო პირებმა დაამზადეს, თუმცა მისი დაბეჭვდვა, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს არის პიარის შემადგენელი ნაწილი. 

“ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, მათ ეს გააკეთეს ჩვენზე ადრე. ეს არის პიარის ნაწილი, რომელშიც ისინი ჩაერთნენ. ანტიპიარზეა საუბარი. მე მგონია რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არ უნდა გაუკვირდეთ, იმიტომ, რომ მათი პიარკამპანიის 90% აგებულია ანტიპიარზე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელიც ასევე შეთანხმდა ჩვენთან,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები