04 აპრილი 2020,   19:27
ვრცლად
ვიფიქრებ სხვა შემთხვევაში, რომ მიზანმიმართული დისკრიმინაციაა ჩემი პიროვნების - დედა სიდონია საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

„ვიფიქრებ სხვა შემთხვევაში, რომ მიზანმიმართული დისკრიმინაციაა ჩემი პიროვნების,“ - ამ განცხადებით, დედა სიდონია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას  ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დედა სიდონია ყაჭიაშვილი, მონაზონი, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დააჯილდოვა, მონაზვნური ცხოვრებით არ ცხოვრობს და ის, არც საქართველოს ეკლესიის წევრია.

საპატრიარქომ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დიდი სქემა მონაზონმა საბერძნეთში მიიღო და საერთოდაც ეჭვ ქვეშ დააყენა, ასრულებს თუ არა დედა სიდონია მის ეკლესიურ ვალდებულებებს.

დედა სიდონია აცხადებს, რომ მისთვის არაეთიკურია, როდესაც განცხადებაში მის ჯანმრთელობაზეა აქცენტი გაკეთებული.  

„ან ინფორმაციის უზუსტობაა და არქონაა. ვინც ეს წერილი შეადგინა, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვს, ან ვიფიქრებ სხვა შემთხვევაში, რომ მიზანმიმართული დისკრიმინაციაა ჩემი პიროვნების. ჩემთვის ამ წერილში, რაც ცოტა სტრესული იყო და არა ეთიკურად მეჩვენა, იყო ჩემს ჯანმრთელობის თემაზე შეხება, რამაც დანარჩენი, ყველა წერილის შინაარსი გადაფარა და ვერც გავიაზრე. რაც შეეხება თვითონ თემის ფარგლებში, იქ ჯილდოს გადმოცემისას, არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს მონაზონი. აქ იყო მითითებული, რომ ეს არის მართლმადიდებელი მონაზონი საქართველოში. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ჩემი აღკვეცა დიდ სქემაში არის ბერძნულ ეკლესიაში, მაგრამ ანუ ამისი ხაზგასმა რას ნიშნავს, რომ თუ ბერძნულ ეკლესიაში აღვიკვეცე, მე მართლმადიდებელი არ ვარ?“ - განაცხადა დედა სიდონიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები