07 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
„ჰქონდათ ტექნიკური პრობლემები და ჩვენ დავეხმარეთ“ - კალაძე აგრესიული შინაარსის ბანერებთან „ქართული ოცნების“ კავშირს ადასტურებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი დღეს უკვე აგრესიული შინაარსის ბილბორდების განთავსებასთან პარტიის კავშირს ადასტურებს. 

გუშინ კალაძემ აღნიშნულ აგრესიულ კამპანიასთან ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა დღეს ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბილბორდების ავტორებს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა.

საუბარია, ახალი აგრესიული შინაარსის ბანერებზე წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული და რომელიც თბილისის ქუჩებში გუშინ გამოჩნდა. 

კალაძე "რუსთავი2"-ის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანია სიცრუის პროპაგანდას აკეთებს. 

„თქვენ ხომ იცით ვინ გამოაკრა ეს ბილბორდები? ეს გამოაკრა კერძო სექტორმა. მათ ჰქონდათ ტექნიკური პრობლემები და ჩვენ დავეხმარეთ ამ პრობლემების მოგვარებაში, ეს ადამიანები თქვენი ხელისუფლების დროს არიან რეპრესირებული ადამიანები, მათ წაართვით ბიზნესები, მათ წაართვით ქონება, გაუნადგურეთ ცხოვრება ამ ადამიანებს და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დღეს ეს ადამიანები  გამოდიან. 

თქვენ ერთნი ხართ, არაფრით არ განსხვავდებით "ნაციონალური მოძრაობისგან". ეს არის პარტიული ტელევიზია, შევთანხმდეთ ამაზე, და ამაზე თქვენი გენერალური დირექტორიც ღიად საუბრობს და არ მალავს. ესეც მისაღებია. დემოკრატიულ ქვეყენაში ნორმალურია, რომ ვთქვათ, იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ არანორმალურია იმ სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ მთელი წლების განმავლობაში“- აცხადებს  კალაძე

დღის ამბები