27 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
"უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს პრობლემა და შედეგია სწორედ ეს სესხების ვერგადახდა" - ზვიად ხორგუაშვილი

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის ვალების განულებას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ხორგუაშვილის თქმით, ტყუილია, რომ 600 ათას ადამიანს ეს პროგრამა შეეხოს. მისი თქმით, სესხების გალარების დროს მთავრობა ამბობდა, რომ 35 ათასი ადამიანი სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლებდა, თუმცა, რეალურად, დაახლოებით, 12-მა პროცენტმა ისარგებლა ამ ინიციატივით.

„გამოცდილება გვაქვს წინასაარჩევნოდ ტყუილების და ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ტყუილების, დაწყებული პენსიებით და დამთავრებული ენერგოტარიფებით და მეორე, რაც გვაქვს, გვაქვს ასეთი მაგალითი, როდესაც მთავრობამ რაღაც პროექტი დაიწყო, საუბრობს დიდ რიცხვებზე, თუმცა, შედეგია, რომ საბოლოო ჯამში, ამთავრებს იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანს ეხება,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

ეკონომისტის თქმით, ასეთ ტყუილზე მოქალაქეები არ წამოეგებიან, რადგან გარანტია ამ პროექტის რეალურად განხორციელების არ არსებობს, რადგან ეს ინიციატივა არჩევნების შემდეგ უნდა განხორციელდეს.

„უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს პრობლემა და შედეგია სწორედ ეს სესხების ვერ გადახდა და არა მიზეზი,“ - ამბობს ეკონომისტი.

ხელისუფლების ინიციატივით, 31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა. პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ეს ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

დღის ამბები