02 მაისი 2024,   16:05
ვრცლად
გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მილიონი დაუსაბუთებლად დაარიგეს - "ფლანგვის დეტექტორი"

„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროში  9 მილიონი დაუსაბუთებლად დაარიგეს -  ინფორმაციას თანხების არამიზნობრივად ათვისების შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 9 მილიონი ხელფასებზე სამინისტროში დანამატის სახით დარიგდა, რამაც არსებული ხელფასების 17 პროცენტი შეადგინა.

უწყებაში აცხადებენ, რომ თანხა მაშინ პრემია-დანამატების სახით გაიცა, რაც 2017 წელს კანონდარღვევა არ იყო.

„ამ ორ სამინისტროში დანამატები გაიცა ზოგადი ბრძანებით და არანაირი დასაბუთება არ მოჰყოლია. ეს ყველაფერი მოხდა იმის ფონზე, რომ 2017 წელს რამდენიმე სამინისტროს გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე სამინისტრო გააერთიანა, იმისთვის რომ ხარჯები შემცირებულიყო.  თუმცა მივიღეთ ის, რომ ამ სამინისტროში გაიცა 9 მილიონი ლარი, რაც ხარჯების შემცირების არანაირ პოლიტიკაში არ ჯდება“-ამბობს მედია-პროექტ ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი ანა აბაშიძე.

დღის ამბები