27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
მადლიერების დღის აღსანიშნად დონალდ ტრამპმა ინდაურები შეიწყალა

დონალდ ტრამპმა მადლიერების დღის აღსანიშნავად ინდაურები შეიწყალა. ტრადიციულად ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ფრინველები შეერთებული შტატების დედაქალაქში სამხრეთ დაკოტიდან ჩამოიყვანეს.

ცერემონიის დაწყებამდე ინდაურებთან დონალ ტრამპის შვილიშვილებმა ითამაშეს.

შეწყალებულ ფრინველებს ვირჯინიაში, ერთ-ერთ ფერმაში გადაიყვანენ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან. ინდაურის შეწყალების ტრადიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გარი ტრუმანმა 1947 წელს შემოიღო.

დღის ამბები