03 მაისი 2024,   05:49
ვრცლად
მერაბიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ყოფილ პრემიერს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის საგანგებო განცხადება - ყოფილი პრემიერის უფლებადამცველები ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

უფლებადამცველის განცხადებით, უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის არ ჩაუტარებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, ორგანიზმში ტყვიის შემცველობა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ვანო მერაბიშვილს დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში.  

„აღმოჩნდა, რომ გამოტოვებულია და გამორჩენილია ერითროციტების დალექვის ე.წ. როეს ანალიზი, ასევე არ არის ჩატარებული ტყვიასთან დაკვშირებით ანალიზები. ყოველ შემთხვეაში იმ დოკუმენტებში, რომელიც გადმოგვეცა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის არაფერი ნახსენები,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები