26 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
„ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ რაღაცებს აქტიურობს, გასაკვირი არ არის" - ციხელაშვილი თბილისში მიმდინარე რუსულ კინემატოგრაფიულ ფესტივალზე

„თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი,“-  ეს განცხადება,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რუსი რეჟისორების საზღვარზე არშემოშვებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრი თბილისში მიმდინარე კინემატოგრაფიულ ფესტივალისაც გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის კულტურის სამინისტრო, გარკვეული აქტივობების მართვას ცდილობს.

„ოკუპანტი ქვეყნის კულტურის სამინისტრო რომ რაღაცებს აქტიურობს, გასაკვირი არ არის. ჩემთვის საერთოდ უცნობი და გაუგებარია, რა პაემანზეა საუბარი რუსეთთან. რაც შეეხება პირების არშემოშვების ფაქტს, მე მაქვს სრული ნდობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, რომ ისინი კანონის ჩარჩოში მოქმედებენ, შესაბამისად, თუკი ვინმე ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამისთვის იქნება კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება რუსეთის სხვა მოქალაქეებს, მილიონ-ნახევარი ტურისტი ჩამოდის წლის განმავლობაში და არავის პრობლემა არ ექმნება. თუ კანონდარღვევაა, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებენ,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

“პაემანი რუსეთთან” - კინემატოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები