27 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
განგაშის შუქი ევროპაში საქართველოსთვის ნარინჯისფერ ნიშნულზეა - რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის სკანდალური განცხადება 

განგაშის შუქი ევროპაში საქართველოსთვის ნარინჯისფერ ნიშნულზეა - ამ სკანდალური განცხადების ავტორი, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტია. რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებით ბედნიერი არ არის.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა ეს სკანდალური განცხადება, ბრიუსელში საქართველოს პრემიერის ვიზიტის პარალელურად twitter-ზე გამოაქვეყნა, განცხადების დეტალები კი რამდენიმე წუთის წინ, „კურიერის“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტთან განმარტა.

„არსებითად, ეს ორ წევრ ქვეყანას ეხება, რომლებიც საქართველოს კვლავ ეუბნებიან, რომ აშფოთებთ ეს საკითხი და ის, რომ ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ და ჩადიან დანაშაულს ევროპაში. ეს მათთვის რეალური პრობლემაა. შეიძლება დიდ ციფრებზე არ იყოს საუბარი, მაგრამ საქმე მათ საქციელს ეხება. გააფრთხილეს კიდეც საქართველო. შეჩერების მექანიზმი ჯერ არ აუმოქმედებიათ, მაგრამ როგორც ჩემს კომენტარებში დავწერე twitter-ის ქსელში, გამაფრთხილებელი ნიშანი ნარინჯისფერია და საქართველო საქართველოსთვის ეს ყვითელ ბარათს ნიშნავს. ჩემთვის ცნობილია, რომ ქართულ მხარეს უთხრეს, სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს,“ - განაცხადა რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა.

რიკარდ ჟოზვიაკი ყურადღებას ორ ქვეყანაზე, საფრანგეთსა და შვედეთზე ამახვილებს. 

„რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობენ, შვედეთი და საფრანგეთია. საფრანგეთი, ზოგადად, არ არის ბედნიერი უვიზო რეჟიმით და იცით, რომ საკმაოდ მკაცრებიც არიან ევროპარლამენტის არჩევნების წინ და ისინი მოდიან მუქარით. ამიტომ ფრანგები არა პროგნოზირებადები არიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს თქვან, რომ არ მოსწონთ და სურთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა არ არსებობს, რომელიც ჯერ მოგვარებული არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება,“ - განაცხადა ”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა,  რიკარდ ჟოზვიაკმა.

დღის ამბები