17 აგვისტო 2019,   22:39
ვრცლად
სავარაუდო ზეწოლა ამომრჩეველზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - მესამე სექტორი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სავარაუდო ზეწოლა ამომრჩეველზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, არჩევნების მეორე ტურში დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

მესამე სექტორმა როს უილსონთან შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზეც ისაუბრეს. 

„მივაწოდეთ ელჩს ინფორმაცია, ზოგადად მეორე ტურის საარჩევნო გარემოს შესახებ, იმ პოლარიზებული გარემოს, აგრესიული რიტორიკის, ურთიერთდაპირისპირების, ბრალდებების შესახებ. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. საუბარი გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებაზე, გარკვეულ თავდასხმებზე, რომელსაც გქონდა ადგილი. ის დაინტერესდა ჩვენი მეორე ტურის დაკვირვებისათვის მზაობით და ჩვენი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიით,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩვენ დღეს მათთან ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. თუმცა, ჩვენ ინფორმირებულები ვართ დაძაბული და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ,“ - განაცხადა  როს უილსონმა. 

დღის ამბები