27 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
"არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია" - ფესტივალ "პაემანი რუსეთთან" მონაწილე პოეტი ვაზგენ ოგანესიანი

„მე არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან რუსეთი ჩემთვის პოლიტიკური სისტემა არ არის,“- ეს განცხადება პოეტმა ვაზგენ ოგანესიანმა გააკეთა, რომელიც რუსულ კინემატოგრაფიულ ფესტივალს ესწრება. დამატებითი კითხვების დასმის შემდეგ მან „კურიერის“ ჟურნალისტები ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

“პაემანი რუსეთთან” - კინემატოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა კინოჩვენება და გაიხსნა გამოფენა. 

„ჩემთვის რუსეთი არის ხალხი, რომელთაც ძალიან უყვართ ქართველები და ჩემი რუსი მეგობრები ჩამოდიან და აღფრთოვანებულები არიან საქართველოში. ამბობენ, რომ აქ საცხოვრებლად უნდათ გადმოსვლა ამიტომაც არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან პოლიტიკა და ხალხი განსხვავებული ცნებებია,"- განაცხადა ვაზგენ ოგანესიანმა

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებზე რეჟისორმა, ირაკლი კვირიკაძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.

„ჩავიფიქრე, რომ ამ ჩამოსვლით, როგორც ინკოგნიტო ვიქნები. თუ მომცემთ უფლებას, სხვა დროს,“- განაცხადა რეჟისორმა, ირაკლი კვირიკაძემ.

ამ წუთებში დელეგაციის წევრები პრესცენტრ-„სპუტნიკის“ ოფისში პრესკონფერენციას მართავენ. ადგილზე მისულები არიან ანტისაოკუპაციო მოძრობა „ძალა ერთობაშია"-ს წევრები, რომლებიც აპირებენ, რომ რუსული ოკუპაცია გააპროტესტონ.

“პაემანი რუსეთთან” - კინემატოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები