19 აგვისტო 2019,   21:22
ვრცლად
ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობა მძევლად აჰყავს - უმწვავესი განცხადებები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში, რომელიც შესაძლოა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფასად დაუჯდეს. ევროპარლამენტში დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ უმკაცრესი კრიტიკა და მუქარა ისმოდა.

ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზი მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯებია - 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვა და ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვა ბრიუსელისთვის წითელი ხაზებია.

ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ქართველ ამომრჩეველს უდიდესი ცდუნების, ქართულ დემოკრატიას კი უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს. ევროპარლამენტის წევრებმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას წითელი შუქი, პირადობის მოწმობების გაყალბების გამოც აუნთეს. ევროპელი დეპუტატები, ქვეყნის პირველ პირებს ღიად აფრთხილებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო მიმოსვლას დაკარგავს.

ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, არც ერთი ევროპელი დეპუტატის მხარდაჭერა დღეს არ მიუღია. საპასუხოდ კი საქართველოს პირველმა დიპლომატმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ ევროპა დღეს ოპოზიციის ენით საუბრობს. 

დღის ამბები