19 აგვისტო 2019,   21:24
ვრცლად
კოლაბორაციონალისუტური პოლიტიკური ძალის ვიზიტი მოსკოვში - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტს აფასებს

კოლაბორაციონალისუტური პოლიტიკური ძალის ვიზიტი მოსკოვში - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში.

„კოლაბორაციონალისტური პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების წარმოების მანდატი მხოლოდ მთავრობას აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, ამ ადამიანების მოსკოვში, ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქი ეს კოლაბორაციონალისტური ვიზიტი მართლაც არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რატომ არ უნდა მივცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.

ეს კიდევ უფრო უადვილებს არჩევანს ჩვენს ამომრჩეველს - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის პატრიოტთა ალიანსის მოსკოვში ვიზიტს.

​სალომე სამადაშვილის თქმით, ის ვერ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის ვიზიტი მოსკოვში, სწორედ არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდეს. 

„როგორც ჩანს აქტიურად ელოდებიან იმ კანდიდატის გამარჯვებას რომელიც პირდაპირ დაადასტურებს რუსეთის პოზიციას, რაც შეეხება 2008 წლის ომის მოვლენებს. შესაბამისად, მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ვიზიტის მთავარი დატვირთვაც არის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა,“-ამბობს სამადაშვილი.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა კავშირშია რუსეთის ფედერაციასთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური პარტია. დავითაიას თქმით,  მეორე ტურის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები