26 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
მეუბნებოდა, გაეთრიე უბნიდან, კაცი რომ იყო ფიზიკურად გაგისწორდებოდიო - ენმ-ს კომისიის წევრი მმართველი პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები, ხელისუფლებას საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

დავით მჟავანაძის თქმით, ოზურგეთის პირველი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როლანდ აბულაძე ამავე კომისიის წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” მარინა ვასაძეს დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარს თავად ვასაძეც ადასტურებს. მჟავანაძე ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიისგან აბულაძის დასჯას ითხოვს.

„არაფერი უკანონო არ გასმიკეთებიამ, არ ჰქონდა მას უფლება ჩემთვის მოემართა უშვერი სიტყვებით ",გაეთრია უბნიდან,  კაცი რომ ყოფილიტყავი არ ვიცი რამდენჯერ გაგისწორდებოდიო“-ამბობს  ოზურგეთის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის ყოფილი წევრი ”ნაციონალური მოძრაობიდან,” მარინა ვასაძე.

 

დღის ამბები