27 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
თავდასხმა მარნეულში - ოპოზიციის მხარდამჭერი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს

თავდასხმა ოპოზიციის კიდევე ერთ მხარდამჭერზე - ფიზიკურ ანგარიშსწორებაში 50 წლის კახა კვარაცხელია პოლიციას ადანაშაულებს.

დაზარალებული ყვება, რომ ის ღამით სამართალდამცველებმა მარნეულში გააჩერეს და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, ამის შემდეგ პოლიცია მისი პოლიტიკური სიმპათიით დაინტერესდა.

მას შემდეგ, რაც კახა კვარაცხელიამ უთხრა, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკურ ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უწყებამ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

დღის ამბები