27 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
რკინიგზა და სახელმწიფო ელექტრო სისტემა-"ოცნების" მთავრობა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გასხვისების გეგმას ამუშავებს

"ქართული ოცნების" მთავრობა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გასხვისების გეგმას ამუშავებს. შესაძლოა მალე სახელმწიფო ელექტრო სისტემა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში აღმოჩნდეს.

სავარაუდოდ იგივე ბედი ელის საქართველოს რკინიგზასაც, თუმცა ამ დეტალებზე არჩევნების წინ ეკონომიკის მინისტრს საუბარი არ სურს. ერთადერთი რაც ქობულიამ „კურიერს“ დაუდასტურა, საქართველოს ფოსტის გასხვისების ფაქტია.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგების უკან რუსეთი და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები დგას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სტრატეგიული ობიექტების გასხვისებისგან მთავრობა არჩევნების გამო იკავებს თავს.

საქართველოს რკინიგზასა და ენერგო სექტორში რუსული ინტერესების გატარების შემთხვევაში დარგის სპეციალისტები ეკონომიკური ზარალის გარდა უსაფრთხოების საკითხებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ქვეყანა, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, ამ სტრატეგიული ობიექტების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება. 

დღის ამბები