26 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
პრორუსული ძალები, რომლებიც პოლიტიკური კულისებიდან გამოვიდნენ და ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის ღიად იბრძვიან

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიგებში ღიად გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ სატელიტი პრორუსული პარტიები, რომლების სახელისუფლებო პარტიის რჩეული კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ.

პოლიტიკური კულისებიდან სცენაზე ყველა ის პრორუსული ძალა გამოვიდა, ვინც სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტობისთვის დღემდე ღიად არ იბრძოდა. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და რუსული მედიის მხარდაჭერით „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლო ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ზურაბიშვილს უფრო მეტი უჭერ მხარს ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას.

პოლიტიკური გზავნილები საქართველო მთავარი მოედნიდან, რუსული მედიის მთავარი თემაც გახდა. პრორუსულ ძალებთან ერთად ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის საინფორმაციო ომში, კრემლის ტელევიზიებიც ჩაერთვნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს არ მალავდნენ, რომ პატრიოტთა ალიანსის აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც იდგნენ.

ოპოზიციისთვის „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი აქციის შემდეგ, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. პროდასავლური პარტიებისთვის ყველაზე სახიფათო კი ის პოლიტიკური პროცესებია, რომელიც ამ აქციებს წინ უძღოდა. პატრიოტების საგანგებო ვიზიტი მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში და ოკუპანტი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში.

დეპუტატებმა "პატრიოტთა ალიანსიდან" კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მოლაპარაკებათა მაგიდასთან კი ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, თანაბარი სტატუსით ერთად ისხდნენ.

დღის ამბები